LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ-ს მოცულობამ 19 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

117
მთლიანი შიდა პროდუქტი

„2024 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 18 913.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებში, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (18.8 პროცენტი), განათლება (29.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.0 პროცენტი), მშენებლობა (10.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.7 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-11.2 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-1.8 პროცენტი).

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.1 პროცენტი); შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.5 პროცენტი), განათლება (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.9 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობითვე, იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.2 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მოცემულ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 432.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს – შემცირდა 9.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6 158.0 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 0.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3 884.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებითვე, იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 15.8 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 274.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით შემცირდა და 1 030.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.6 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 360.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 274.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 273.1 მლნ. აშშ დოლარით.

„2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 360.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 274.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 273.1 მლნ. აშშ დოლარით.

2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 078.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 731.0 მლნ. აშშ დოლარით და აშშ – 601.4 მლნ. აშშ დოლარით“, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები