LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა პრეზიდენტთანაც არ განხილულა: სალომე ზურაბიშვილი

62
ზურაბიშვილი

“2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა.

მისი თქმით, ოპოზიციამ მეტი შეგნება უნდა გამოიჩინოს, თუმცა ხელისუფლებასაც მოეთხოვება “რაღაც საკითხებზე შეთანხმება და “წინასწარ გაფრთხილება”.

ოპოზიციას მოეთხოვება, გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე – ჩემ შემდეგ ან ჩემ გარეშე, რაც გინდა მომხდარა, თუმცა არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

magti 5g