2025 წლის მიწურულს, მსახიობი ნატალია ყიფშიძე გასულ წელს აჯამებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, 2025 წელი მისთვის განვითარების წელი აღმოჩნდა. ამასთან, ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალ წელს ახალი მიზნებით, ახალი სურვილებითა და ახალი შეგრძნებებით ხვდება.
ვიდეო: „ზურას და გიორგის შემოქმედება“ – ყიფშიძეებმა ნაძვის ხე დადგეს
„თამაშებში ხომ იცით – როცა სიცოცხლე ნულდება, თავიდან იწყებ, სავსე ენერგიით და უკვე დაგროვილი გამოცდილებით. ზუსტად ასეა ჩემთვის ახალი წელიც. ბევრი რამ მოხდა 2025-ში – და კიდევ უფრო მეტი წინა წლებში. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს ამ წლის ბოლო კვირაში, 2026 წლის პირველი დღის წყურვილია. დღე, როცა სუფთა ფურცელი გეძლევა.
ამ წელს ახალ ბლოკნოტთან ერთად შევხვდები. ახალი მიზნებით. ახალი სურვილებით. ახალი შეგრძნებებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ წარსული წლების გამოცდილება არსად გამქრალა – ის შეერთდა და ახლა უფრო ძლიერი, უკეთესი კალმით მაწერინებს მომავალს. მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ამ აზრამდე მომიყვანა. მადლიერი ვარ ყოველი გამოცდილების, რომელმაც შემკრა. ცუდიც კი კარგია – მის გარეშე ხომ ძალიან უბრალო და უინტერესო ვიქნებოდით.
2025 – გველის წელი, რომელიც უცნაურად მთელს ჩემს ოჯახს აერთიანებს, ჩემთვის განვითარების წელი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ „ჩემი წელი“ ნიშნავს ზრდას, სხვაგვარად დანახვას უკვე ნათელი რეალობის.
წინ, მგონი, საინტერესო ამბები გველოდება…“ – წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში.
თამაშებში ხომ იცით — როცა სიცოცხლე ნულდება, თავიდან იწყებ, სავსე ენერგიით და უკვე დაგროვილი გამოცდილებით. ზუსტად ასეა…
Posted by Natalia Kipshidze on ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
