LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2025 წელს დაიბადა ჩემი პირველი მერცხალი“ – ალექსანდრე თოფურიამ გაამხილა, რომ ცოტა ხნის წინ მამა გახდა

208
ალექსანდრე თოფურია

ახლახან, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ MMA-ის ქარ­თვე­ლ მებ­რძო­ლს, ალექსანდრე თოფურიას, რამდენიმე თვის წინ პირველი შვილი შეეძინა.

„გამარჯვება! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის…“ – ილია თოფურია UFC-ში ძმის სადებიუტო ბრძოლაში წარმატების შემდეგ საზოგადოებას გა­მარ­ჯვე­ბის ემო­ცი­ებს უზიარებს

როგორც ალექსანდრე თოფურიამ სპორტული სიახლეების პორტალთან – betsson.sport-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, ის გოგონას მამა სექტემბერში გახდა, თუმცა საზოგადოებამ ამის შესახებ არ იცოდა.

შეკითხვაზე, რა იყო 2025 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა:

„პასუხი ადვილია – ჩემი შვილის დაბადება სექტემბერში. ეს ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, ამ ინფორმაციას არ ვაშუქებ და პირადულად ვინახავ. ღმერთის წყალობით, გოგოს მამა ვარ… 2025 წელს დაიბადა ჩემი პირველი მერცხალი“, – აღნიშნა ალექსანდრე თოფურიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g