The Henley Passport Index-მა სინგაპურის პასპორტი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ პასპორტად დაასახელა
2025 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, სინგაპურის პასპორტი კიდევ ერთხელ დასახელდა ყველაზე ძლიერად მსოფლიოში. განახლებული რეიტინგი საიტმა The Henley Passport Index გამოაქვეყნა.
ამგვარად, ამ აზიური ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე 193 სახელმწიფოში იმოგზაურონ. მეორე ადგილი იაპონიამ და სამხრეთ კორეამ გაინაწილეს — თითოეული ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ 190 ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ. მესამე პოზიციაზე დასახელდნენ დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია და ესპანეთი, თითოეულ მათგანს 189 ქვეყანაში აქვს უვიზო წვდომა.
საქართველოს პასპორტი 2025 წლის რეიტინგის მიხედვით 43-ე ადგილზეა და ქართველებს უვიზოდ 123 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველო რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებდა და 122 ქვეყანას მოიცავდა, 2023 წელს კი – 50-ე ადგილზე იყო, 121 ქვეყანასთან ჰქონდა უვიზოდ წვდომა.