LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის 11 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

434
ფესტივალი

თბილისის საგუნდო მუსიკის  ფესტივალის შექმნის იდეით პირველად 2010 წელს გაიმართა საგუნდო მუსიკის გრანდიოზული ფესტივალი, ხოლო  2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა საერთაშორისო ფესტივალი.

ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.

ფესტივალი ყოველწლიურია და ტრადიციულად კონცერტები იმართება, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში.

15 წლის განმავლობაში მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოესმინა 80-მდე, როგორც ქართული ასევე უცხოური გუნდი, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობაც, რაც უდიდესი სტიმულია მოქმედი პროფესიული გუნდებისათვის.

წლევანდელ ფესტივალში წარმოდგენილი იქნება 11 კონცერტი.

საფესტივალო კონცერტებზე დასწრება ტრადიციულად იქნება თავისუფალი

ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი – ქ.თბილისის მერია

მხარდამჭერი – საქართველოს კულტურის სამინისტრო

ფესტივალის განამხორციელებელი: ააიპ „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო

ფესტივალი“

საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა” და  საქართველოს რადიო

Facebook: www.facebook.com/TbilisiChoral

Instagram: tbilisichoralfest

Youtube: Tbilisi Choral Music Festival

ელ.ფოსტა: [email protected]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g