საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 321.55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით მეტია 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.
გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს (59.30 მილიონი აშშ დოლარით), მეორე პოზიციაზე იტალიაა (53.36 მილიონი აშშ დოლარით), მესამეზე კი – რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ფულადი გზავნილების მოცულობა 2.89%-ით შემცირდა და 41.32 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 35.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.8%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.