LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის დეკემბერში საქართველოში კომერციულმა ბანკებმა 70 მილიარდ ლარზე მეტი სესხი გასცეს

115
ფული

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 2.85%-ით გაიზარდა და 70.94 მლრდ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 729.31 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.24 მლნ ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობას, მან დეკემბრის ბოლოსთვის 66.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც, წინა თვესთან შედარებით, 1.87%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 1.42%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი გაიზარდა 4.90%-ით.

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 78.27% იყო, ევროს წილი კი – 20.07%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g