ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის I-III კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4.3 მილიონი (2024 წელთან შედარებით ზრდა 7.9%-ია), საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 6.1 მილიონი (2024 წელთან შედარებით ზრდა 5.4%-ია) შეადგინა.