საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 0.74%-ით გაიზარდა და 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.10%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.57%-ით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის ეროვნული ვალუტით 10.58 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი გაიცა (წინა თვესთან შედარებით 1.34%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.15 მილიარდი ლარი (წინა თვესთან შედარებით 2.46%-ით მეტი).
იანვრის განმავლობაში 0.66%-ით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 31.94 მილიარდი ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.32% შეადგინა.