საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის, წინა თვესთან შედარებით, 0.75% გაიზარდა და 68.03 მილიარდი ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 470.13 მლნ ლარით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 37.64 მლნ ლარით გაიზარდა.
რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობას, ის 0.02%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით და 65.57 მილიარდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები 555.88 მილიონი ლარით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 543.73 მილიონი ლარით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 78.79%, ევროს წილი კი – 19.45%-ია.
