LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის სექტემბერში კომერციულმა ბანკებმა 67 მილიარდ ლარზე მეტი სესხი გასცეს

120
ფული

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, წინა თვესთან შედარებით, 1.14% გაიზარდა და 67.52 მილიარდი ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 561.08 მილიონი ლარით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი – 198.96 მილიონი ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობას, ის 4.09%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით და 65.56 მილიარდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები 1.18 მილიარდი ლარით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 1.40 მილიარდი ლარით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 79.73%, ევროს წილი კი – 18.57%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g