LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026-2027 სასწავლო წელს, თსუ-ს 6 650 სტუდენტის, სტუ-ს 3 880-ის, ილიას უნივერსიტეტს კი 300 სტუდენტის მიღება შეეძლება

348
სტუდენტები

2026-2027 სასწავლო წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და სასწავლებლებში გადანაწილების კვოტების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა გუშინ გამოსცა.

განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას

წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება, – განაცხადა გივი მიქანაძემ

დადგენილების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ით განისაზღვრა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაუყოვნებლივ შეხვედრასა და გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტის მიხედვით, მისაღები ადგილების ოდენობა 3233 იქნება, საიდანაც 1013 თსუ-ისთვისაა განსაზღვრული, 660 სტუ-ის პროგრამებისთვის, ხოლო 60 ილია უნივერსიტეტისთვის.

იხილეთ:

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები

ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები

magti 5g