LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წლის BRIT Awards-ის წამყვანის ვინაობა ცნობილია

110
photo-collage.png (15)

მომავალი წლის 28 თებერვალს, ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია ლოკალურ ,,გრემის” 46-ედ გასცემს. საქმე ისაა, რომ ამ დღეს, მანჩესტერში, Co-op Live-ზე, BRIT Awards ჩატარდება.

ცნობილი გახდა, რომ დაჯილდოების წამყვანი, ჯეკ უაიტჰოლი იქნება. კომიკოსი ამ ამპლუას შოუზე ზედიზედ მეექვსედ მოირგებს.

ძალიან მიხარია, რომ ამ განსაკუთრებულ დაჯილდოებაზე მანჩესტერში ვბრუნდები, ქალაქში, სადაც კომედიური კარიერა დავიწყე… ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია” – აღნიშნა უაიტჰოლმა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა შოუ ლონდონში არ გაიმართება. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 2027 წლის დაჯილდოებასაც მანჩესტერი უმასპინძლებს.

ჯერჯერობით უცნობია როდის დასახელდებიან ბრიტანული პრემიის ნომინანტები. წლევანდელ ტოპ ნომინანტად და გამარჯვებულად – ჩარლი XCX მოგვევლინა.

პირველი მნიშვნელოვანი აღიარება სამშობლოში – 10 წლის შემდეგ, ჩარლი XCX BRIT Awards-ის ტრიუმფატორი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები