LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წლის იანვარში საქართველოში კომერციულმა ბანკებმა 70 მილიარდ ლარზე მეტი სესხი გასცეს

104
ფული

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

2026 წლის იანვრის ბოლოსთვის, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 0.75%-ით შემცირდა და 70.40 მლრდ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.68 მლრდ ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 20.23 მლრდ ლარი იყო.

რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობას, მან იანვრის ბოლოსთვის 66.83 მლრდ ლარი შეადგინა, რაც, წინა თვესთან შედარებით, 0.17%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 2.21%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 2.24%-ით შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 78.04% იყო, ევროს წილი კი – 20.21%.

magti 5g