LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2030 წლიდან პარიზის აეროპორტს მფრინავი ტაქსი მოემსახურება

42
parisflytax

პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი 2030 წლიდან მფრინავი ტაქსის სერვისის დაწყებას გეგმავს. სიახლის დამსახურებით შარლ დე გოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მანძილი 40 წუთის ნაცვლად 15 წუთამდე შემცირდება.

ავია–ტაქსის შემქმნელების უმთავრესი მიზანი – მგზავრობის ღირებულების შემცირებაა. ამისთვის კი პირველ რიგში ის მოიფიქრეს, რომ სამგზავრო ადგილების რაოდენობა 1–2–დან 6–მდე გაეზარდათ.

მფრინავი ტრანსპორტის პირველი ცდები 2021 წლის ივნისისთვისაა დაგეგმილი. 2024 წლის ილიმპიადისთვის კი, რომელიც პარიზში უნდა გაიმართოს, ხელისუფლება საჩვენებელი ფრენების მოწყობას გეგმავს. თანაც, ამ დროს ტაქსის ბორტზე მგზავრებიც იქნებიან მოკალათებული.

პარიზის ავია–ტაქსი არამხოლოდ სწრაფი, არამედ გარემოსთვის მაქსიმალურად უსაფრთხოც უნდა იყოს. ტრანსპორტმა გამონაბოლქვის გარეშე უნდა იმუშაოს, ანუ – ელექტროენერგიაზე ან წყალბადზე, თან ფრენის დროს რაც შეიძლება ნაკლები ხმა უნდა ქონდეს. ტრანსპორტის სამინისტრომ უკვე შეარჩია 31 მწარმოებელი კომპანია, რომელიც ახალი სატრანსპორტო სისტემის ნაწილი გახდება. მათ შორისაა მაგალითად, გერმანული Volocopter  და სლოვენიური Popistrel.

მცირე დისტანციაზე საჰაერო გადაზიდვები უკვე ბევრ ევროპულ ქალაქში დაიწყო. ავსტრალიურ ქალაქ ლინცში ავია–ტაქსისთვის ინფრასტრუქტურის შენება დაიწყეს, ესპანურ  ბარსელონასა და სანტიაგოში კი პირველი მფრინავი ტაქსი 2022 წლიდან გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g