2030 წლისთვის „მერსედესი“ სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. კომპანია შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს აღარ გამოუშვებს.
„მერსედესის“ ყველა ახალი მოდელი ელექტროენერგიაზე უკვე 2025 წლიდან იმუშავებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძველი მოდელების გამოშვება გაგრძელდება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 8 ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამისთვის კი ის 40 მილიარდ ევროს დახარჯავს.