LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული – რა თქვა პრემიერმა განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტზე

70
gharibashvili-2

საქართველოს პრემიერ-მიმნისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა.

სამიტში ასამბლეაზე მიწვეული სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე საკუთარი ხედვები წარადგინეს.

“პატივი მაქვს მოგმართოთ გარდაქმნილი განათლების სამიტზე, რომელმაც შესანიშნავი პლატფორმა შექმნა განათლების როგორც მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების უნივერსალური საფუძვლის მნიშვნელობის დასადასტურებლად.

საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აღიარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობების ყველასთვის უზრუნველყოფის საშუალებას. ამ რიგად, განათლება კიდევ უფრო მაღლა დავაყენეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების რიგში. განათლება ქმნის თითოეული ინდივიდის პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების საფუძველს, რაც თავის მხრივ აძლიერებს ჩვენს ერებს. მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მივცეთ წვდომა სკოლამდელ, ზოგად პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ყოველგვარი ბარიერების გარეშე, რათა ისინი აღიჭურვონ ცხოვრებისეული უნარებით და კომპეტენციით, აგრეთვე კონკურენტუნარიანი და სტუდენტებზე ორიენტირებული განათლების სისტემით.

ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის. საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა 3 ძირითად საქმეს ეფუძნება: ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. მისი მიზნები და სტრატეგიული ამოცანები ეხმიანება 5 თემატურ მიმართულებას, რომლებიც ხაზგასმულია განათლების მომავლის საერთაშორისო კომისიის ანგარიშში და ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.

ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ  ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფოს დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე.

საქართველოს მთავრობა გეგმავს კვლავ გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისათვის.

ჩვენი ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯი 2026 წლისთვის 800 სკოლის აშენება და განახლებაა. 2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი. 2030 წლისთვის საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გაივლის ახალი, მრავალმხრივი ავტორიზაციის პროცესს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი განათლების პრაქტიკა და დაინერგოს ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის ხარისხის მექანიზმები.

პანდემიამ ლიდერები მთელ მსოფლიოში აიძულა გადაეხედათ განათლებისთვის და მობილიზებული ყოფილიყვნენ გაეროს პრინციპის დასაცავად, რომელიც გულისხმობს, რომ არავინ დარჩეს სისტემის მიღმა.  პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ- და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. კრიზისმა ფაქტობრივად გამოიწვია ინოვაციური გადაწყვეტილებების მატება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

პოპულარულები