ბოლო 24 საათში საქართველოში 2090 ადამიანი დაინფიცირდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 76-ით გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გასულ დღე-ღამეში ინფექცია 1768 პაციენტმა დაამარცხა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 48 640 კვლევა ტესტით მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 892, PCR ტესტით – 21 748
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,3%, ბოლო 14 დღის – 6,12%, ბოლო 7 დღის – 5,41%
სულ აცრილია – 2 454 879, დღიურად აცრილია – 11 808