LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძეს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

146
baxtadze2

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯილდო დალასის მერის, მაიკ როულინგსის სახელით, მამუკა ბახტაძეს მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გადაეცა.

მთავრობის მეთაურმა ქალაქ დალასის მერს სიგელისთვის და ტეხასის შტატს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის ძალიან ემოციურია და ის ჩემს ხალხს ეკუთვნის. გარწმუნებთ, რომ საქართველო არის და ყოველთვის იქნება თქვენი ძლიერი და ერთგული მოკავშირე”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ დალასის საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი სიგელის გადაცემის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები