21 აგვისტოს რესტორანში „აგარაკი“ ყველასთვის საყვარელი ავტორ-შემსრულებლის, ნატო გელაშვილის და „ჭოხოების“ საღამო გაიმართება. ღონისძიების დასაწყისი 20:00 საათი გახლავთ. ქართული სიმღერის მოყვარულებს, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საღამო ელით. აღსანიშნავია, რომ მსმენელს ყოველთვის ახარებს ნატო გელაშვილის და „ჭოხოების“ სცენაზე ხილვა და ყოველთვის განსაკუთრებით ელიან მათ საღამოებს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 60 ლარია.