LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი და ჭოხოების მსმენელს მინდა ვახარო და ვუთხრა, რომ სიყვარულით სავსე, საოცარი პროგრამა კეთდება, რომელსაც „ჰიტების ცვენა“ დავარქვი“ – ნატო გელაშვილი

2937
nato-gelashvili-news4445-2020-01-31_10-01-42_619088

21 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მომღერალი ნატო გელაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დილის რუტინაზე, თავის შემოქმედებაზე, ახალ პროექტზე და დაგეგმილ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

 ნატო, როგორ იწყება თქვენი დილა?

ჩემი დილა ჩემი შვილებით, მათი საუზმით და სამსახურში გაცილებით იწყება. შემდეგ ფინჯანი ყავით, ფიქრით და აივანზე ცოტა გარუჯვით გრძელდება. მზეს ზოგადად ვერიდები, მაგრამ როგორც მითხრეს, ცოტა ხნით, დაახლოებით 15 წუთით მზის სხივების ქვეშ ზომიერად ყოფნა კარგია. ძალიან მიყვარს ცის და ღრუბლების ყურება და ღრუბლებში ფიგურების გამორჩევა, ეს ჩვევა ბავშვობიდან მომყვება.

რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში, ახალ სიმღერაზე თუ მუშაობთ?

ჩემი და ჭოხოების მსმენელს მინდა ვახარო და ვუთხრა, რომ ბენდთან ერთად ვაკეთებთ სრულიად ახალ პროგრამას, რომელსაც „ჰიტების ცვენა“ დავარქვი. ძალიან ბევრი სიმღერა გაცოცხლდება და იქნება 2 ახალი სიმღერაც. სიყვარულით სავსე, საოცარი პროგრამა კეთდება, რომლის პრეზენტაციაც ივლისის ბოლოს შედგება და ამის შემდეგ ყველას ექნება ამ ნამუშევრების მოსმენის შესაძლებლობა.

სად შედგება ახალი პროგრამის პრეზენტაცია?

პრეზენტაცია ჯერ ბათუმში შედგება, რადგან ახლა საზაფხულო პერიოდია და შემდეგ, ალბათ, სექტემბრისთვის უკვე თბილისში.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები