Fredo Accessories მომხმარებლებს დიზაინერების სოფო უზნაძისა და ანი ღუდუშაურის მიერ შემნილ აქსესუარებს სთავაზობს. როგორც დიზაინერებმა „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, ამ ეტაპზე, მასურველებს აქციას სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც, 2 საყურის შეძენის შემთხვევაში ნებისმიერი მესამე საყურე საჩუქრად გადმოგეცემათ.
მათივე ინფორმაციით, Fredo Accessories-ში კლიენტებს საყურეებისა და ბეჭდების შეძენა 25 ლარად შეუძლიათ, თმისსამაგრები 18 ლარი ღირს, აბადოკები კი 27 ლარი. რაც შეეხება ჩანთებს, მათი ფასი 75-99 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„მასალად გერნამიიდან ჩამოტანილ ტყავსა და ხეს ვიყენებ. გამომდინარე იქიდან, რომ მასალა ცოტაა, არ ვქმნი ბევრ ერთნაირ ნივთს. მიმაჩნია, რომ ხარისხი ნამდვილად ძალიან კარგია და ფასებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა სოფო უზნაძემ.
დიზაინერები შეკვეთებს facebook-ის გვერდის საშუალებით იღებენ და შეკვეთიდან 1-2 დღეში მსურველი ნივთს სახლში მიტანის უფასო სერვისით მიიღებს.