4 წლის დემეტრე ჭელიძეს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. პატარა დემეტრე საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას გერმანიის კლინიკაში. მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამიტომ “ქართული სასწავლებლის” მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, გამართონ საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა და ამ გზით დაეხმარონ პატარა დემეტრეს.
მთელი თვე ემზადებოდნენ ბავშვები გამოფენისთვის, მათ დაამზადეს საახალწლო და საშობაო ნივთები , ინტერიერის აქსესუარები, ხელნაკეთი სამკაულები. თითქმის მთელი სკოლა იყო ჩართული ამ პროცესში #დემეტრესათვის. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.
„ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეების ინიციატივას შეუერთდნენ ქართველი ხელოვანებიც: ნინო ჩაკვეტაძე, ანტონ ბალანჩივაძე, გიორგი გაგოშიძე, ნუცა მანჯგალაძე, მზია დედანაშვილი, ქეთი დავლიანიძე, ეკატერინე სიყმაშვილი, რომელთა ნამუშევრების შეძენასაც ამ ღონისძიებაზე შეძლებთ.
ასევე საშუალება გექნებათ მოისმინოთ „ჯორჯიან სტრინგსის“ და სხვა საინტერესო მუსიკოსების და ვირტუოზი ბავშვების მიერ შესრულებული მუსიკა.