ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
ჩვენ ვიწყებთ.
გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ.
სადაც წარმოგიდგენთ ,,ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს.
შევხვდებით თეატრის წინ.
დავით აღმაშენებლის გამზირი #127“, – ვკითხულობთ ტექსტში.