LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 მაისს ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის კონცერტი გაიმართება

290
anuki-da-gela

21 მაისს, რესტორან „ოტიუმში“ ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის კონცერტი გაიმართება. შესრულდება ქართული სიმღერების უდიდესი რეპერტუარი, არა მხოლოდ ცნობილი ცოლ-ქმრის, არამედ მათი მეგობრების მონაწილეობითაც. ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლ „ბასიანის“ წევრებიც. ანუკისა და გელას აკომპანირებას გაუწევს ცნობილი ჯგუფი „ნიუტონი“, რომელთან ერთადაც წყვილს უკვე უმუშავია.

ანუკი ცვქვიტინიძისა და გელა დონაძის წყვილი ქართული სიმღერის მოყვარულებისთვის დიდი ხანია, კარგად არის ნაცნობი – კომპოზიტორისა და მომღერლის შესანიშნავი დუეტი მრავალი წელია, ატკბობს მსმენელს, თუმცა ბოლო პერიოდში ისინი კიდევ უფრო პოპულარულები გახდნენ, რაც „ფეისბუქ“-ჯგუფის „ანოსთან და მახოსთან“ დამსახურებაა.

ახლახან კი ანუკიმ და გელამ მონაწილეობა მიიღეს „იმედის“ წარმატებულ და რეიტინგულ პროექტში – „მიმღერე“, სადაც არაერთი შესანიშნავი შესრულებით დაგვამახსოვრეს თავი.

მაგიდების დასაჯავშნად შეგიძლია დარეკოთ: 599 286 070

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g