21 მაისს, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოგიდგენთ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონტრაბასების ჯგუფის სოლისტის – ჯავად ჯავადზადეს კონცერტს პიანისტ ადილა ჯავადზადესთან ერთად.
კონცერტი დაგეგმილია მუსიკისა და დრამის თეატრში 19:30 საათზე. პროგრამაშია მხოლოდ პრემიერები. ორი ნაწარმოები პირველად აჟღერდება საქართველოში და ამასთანავე გაიმართება ორი ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა.
დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.