21 ოქტომბერს, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
კონცერტში ვაჟა დურგლიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, ზურა დოიჯაშვილი, ბესიკ კალანდაძე, რატი დურგლიშვილი, ნინო ჩხეიძე, მანანა თოდაძე, თემურ წიკლაური, ხვიჩა მაღლაკელიძე, ტატო გოდერძიშვილი, „ოთხი გაი“, თამარ ქუცნაშვილი, ვია „ორერა“, ვია „75“ და სხვანი.
ბილეთები უკვე განთავსებულია საიტზე tkt.ge და ფასები 15-დან 30 ლარამდე მერყეობს.