LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 ოქტომბრის მდგომარეობით, 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული, ფერმერებმა 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

393
ვაშლი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 14 ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან. სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. 

Dio magti 5g