რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლის ბრალდებით დაკავებული 21 წლის გიორგი მინდაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო – აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე გადაისინჯა.
გიორგი მინდაძის ადვოკატი ვახტანგ მთიულიშვილი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს არის ჩანიშნული.
ცნობისათვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი