მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტში „როსპოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა ბათუმი-მოსკოვის ავიარესისის მგზავრები შეამოწმეს.
რუსული მედიის ცნობით „როსბოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავის მგზავრებს უკონტაქტო თერმომეტრით სიცხე გაუზომეს. ამის მიზეზად „რუსეთის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადებების შეტანისა და გავრცელების“ პრევენციული ღონისძიებები სახელდება.
საბოლოოდ, „როსპოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა თვითმფრინავის ბორტზე ბავშვი „გამოავლინეს“, რომელსაც ტემპერატურა 38,0 ჰქონდა.
„მშობლებმა ბავშვის ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს. სხვა დაავადებულები ბორტზე არ აღმოჩნდა“, – აცხადებენ „როსპოტრებნადზორში“.
მგზავრების თვითმფრინავიდან გადმოსხდომა დაახლოებით 40 წუთი შეფერხდა.