LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 აპრილს საქართველოს დაასუფთავებენ

103

22 აპრილს ქვეყნის ტერიტორიაზე წინასწარ შერჩეულ 500-მდე ტერიტორიას 22 ათასი ადამიანი დაასუფთავებს. დედამიწის დღისადმი დასუფთავების კვირეულის ორგანიზატორი გარემოს დაცვის სამინისტრია,  აქციაში ჩაერთვებიან სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურა, სკოლები, უნივერსიტეტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

გარემოს დაცვის მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ დასუფთავების კვირეულში  და დაასუფთაონ საკუთარი ეზოები, სკვერები და საცხოვრებელი ტერიტორიები. მისი თქმით, აქციას უნდა ჰქონდეს არა ერთჯერადი, არამედ პერმანენტული ხასიათი.

დასუფთავების კვირეული 22 აპრილს დაიწყება და 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

26 აპრილს კონკურსი გამოცხადდება ყველაზე დასუფთავებული ტერიტორიის გამოსავლენად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g