LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 ათასამდე ვაკანსიიდან 7 ათასზე მეტია შევსებული – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პრემიერის ინიციატივით ამოქმედებულ პროგრამაზე

329
jobs

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამოქმედებული სოციალური დასაქმების პროგრამით მოძიებული 22 000-მდე სამუშაო ადგილიდან ამ ეტაპზე 7000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეივსო.  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები მუნიციპალიტეტში ისეთ ვაკანსიებზე დასაქმდნენ, რომლებზეც პროგრამის ამოქმედებამდე დაბალი მოთხოვნა იყო და მუნიციპალიტეტები შესაბამისი კადრების მოძიებას ვერ ახერხებდნენ.

“საერთო ჯამში მობილიზებული იყო 22 000-მდე ვაკანსია, აქედან 7000-ზე მეტი შევსებულია. პარალელურად, ვაკანსიების მობილიზება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გრძელდება. მუნიციპალიტეტებში, ისევე როგორც სახელმწიფო სსიპ-ებში არის ისეთი ვაკანსიები, რომლებიც რთულად შევსებადი ვაკანსიებია.

ეს არის დაბალკვალიფიციური, დაბალანაზღაურებადი, რომლის მოძიებაც რეალურად უჭირდათ მუნიციპალიტეტებს. სწორედ ასეთი ტიპის ვაკანსიებზე არის საუბარი და არა ხელოვნურად შექმნილ ვაკანსიებსა და ასეთი ტიპის საქმიანობაზე, რომელიც ვერ ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტის მიერ, იმიტომ რომ ისინი შესაბამის მუშა-ხელს ვერ პოულობდნენ. დღეს უკვე მათ ეს შესაძლებლობა ეძლევათ”, – აცხადებს ბარკალაია.

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები