22 ნოემბერს, 13:00 საათიდან, მარტვილის რაიონში, ტალერის ტერასებზე, ღვინის ფესტივალი გაიმართება, რომელიც გააერთიანებს სამეგრელოს საუკეთესო მეღვინეებს, ადგილწარმოშობისა და ენდემური ჯიშების ღვინოებით.
ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ:
- ტური ღვინის ტერასებზე და ადგილობრივ ფერმაში
- ყურძნის დაწურვის ცერემონია
- ღვინის, ყველისა და ჩაის დეგუსტაცია
- პურის ცხობის, ჩურჩხელის ამოვლების და სხვა კულინარიული მასტერკლასები
- ცოცხალი მუსიკა
