LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

110
ხის დარგვის საერთაშორისო დღე

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერითა და ფონდის „ბილივის“ ინიაციატივით ჩატარდა. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე სკოლის მოსწავლეები იზრუნებენ.

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტყის ეკოსისტემის შესახებ ეკოგაკვეთილიც ჩატარდა. მოსწავლეებმა საქართველოს ტყეების მნიშვნელობასა და მათი ბიომრავალფეროვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიის „დარგე ხე“ მიზანი ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საზოგადოების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. ფონდი „ბილივი“ ქალაქ ფოთის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს, რომლებიც საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებში არიან ჩართულები.

აღსანიშნავია, რომ ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა ამერიკელი ბოტანიკოსის სტერლონგ მორტონის ინიციატივით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g