აშშ-ს ხელისუფლებამ 279 დასახელების პროდუქტის სია გამოაქვეყნა, რომელთა მიმართ 23 აგვისტოდან 25%-იანი საბაჟო ტარიფი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობა ავრცელებს.
აშშ-ში $16 მილიარდის ღირებულების იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფებს შემოიღებენ. სიაში სხვადასხვა სახის მეტალი, პოლიმერი, ელექტრომოწყობილობა, რკინიგზის და მატარებლის დეტალი და სხვა საქონელი მოხვდა.
ივლისის დასაწყისში აშშ-მ 818 სახის ჩინურ პროდუქტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის მხრიდან „ვაჭრობის უწესო მეთოდებით“ ახსნა. მან გარკვეულწილად აშშ-იც დაადანაშაულა ამერიკული ტექნოლოგიების მიტაცების გამო.
პეკინმა თავის მხრივ ანალოგიური ტარიფებით უპასუხა და 659 სახეობის ამერიკულ პროდუქტს გაუზარდა საბაჟო ტარიფი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის პროდუქციაზე ტარიფების დაწესების გეგმა 15 ივნისს დაამტკიცა. ტრამპმა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-იანი ტარიფები დაუწესა, რომელიც 6 ივლისს ამოქმედდა. იმავე დღეს, ჩინეთმა შტატებს სარკისებრი ტარიფები დაუწესა.
ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 25, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა.
31 მაისს აშშ-მა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა. “დიდი შვიდიანის” ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა აშშ-ის გადასახადებს „დესტრუქციული“ უწოდეს.