23 აპრილს, საქართველოს ხელოვანთა კავშირმა „ხელოვანები მომავლისთვის” კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ეროვნული კონკურსის – „მომავლის ვარსკვლავების” დასკვნითი საზეიმო გალაკონცერტი და პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონია გამართა.
16 წელია, რაც პროექტი საქართველოს სახელოვნებო სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი, ვირტუოზი მუსიკოსების აღმოჩენას, სწავლებას, პოპულარიზაციას და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას ემსახურება.
„მომავლის ვარსკვლავები” დააფუძნა ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარემ, მუსიკოსმა და ღირსების ორდენის კავალერმა – ნინა კუპატაძემ.
„მომავლის ვარსკვლავების“ შიდა შესარჩევი ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.
პროექტს ხელმძღვანელობდა პროფესორებისგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური.
მე-16 ეროვნულ კონკურსზე „ ხელოვანთა კავშირმა“ 30 მონაწილეზე თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ახალქალაქში 3 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი გასცა.