23 მაისს, 19:00 საათზე, კომპანია კლასიკური მუსიკა – საქართველოს რეგიონებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ რიგით მეორე კონცერტი გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარ ლიჩელი (პიანისტი), თემურაზ გუგუშვილი (ტენორი), დავით ალადაშვილი (პიანისტი), ლიზი რამიშვილი (ჩელისტი), თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ,,საქართველოს სინფონიეტა”.
პროგრამაშია: ვ. აზარაშვილი – სამი პიესა სიმებიანი ორკესტრისთვის: „კინტო“, „მოხეტიალე მუსიკოსი“, „სიმდი“
ასრ. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
ვ. აზარაშვილი – კონცერტი ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის
ასრ. ლიზი რამიშვილი (ჩელო)
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
გ. ყანჩელი – „პატარა დანელიადა“
ასრ. დავით ალადაშვილი(ფორტეპიანო)
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
ს. ნასიძე – ლირიული თემა კინოფილმიდან „მთვარის მოტაცება’
კ. ცაბაძე – მინი კონცერტი #1
ნ. ჯანჯღავა – „ზღვარი“ (პირველი შესრულება)
ასრ. თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო)
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
დ. არაყიშვილი – „ვარსკვლავიანსა ღამეს“
ვ. აზარაშვილი – „მადლი შენს გამჩენს“
ა. ბალანჩივაძე – „ოდესაც გიცქერ’
საორკესტრო ვერსიების ავტორი – ა .გიორგობიანი
ასრ. თეიმურაზ გუგუშვილი (ტენორი)
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
ანალოგიური პროგრამით საღამოები 24 მაისს ქალაქ თელავში გადაინაცვლებს, სადაც თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში 15:00 საათზე რიგით მესამე კონცერტი ჩატარდება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრები და მასტერკლასების ჩატარება.
,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში კონსერვატორიაში გაიმართა.
საკონცერტო სერიების მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორები: ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.