LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 წლის შემდეგ: თოჯინების შოუ SPITTING IMAGE ბრუნდება

218
-109010777-sitrumpputincollage

ბრიტანეთის ტელეეკრანებზე 23 წლის შემდეგ სატირული თოჯინების შოუ SPITTING SHOW ბრუნდება. კომედიის ახალი სერიები საჯარო სამსახურის სატირაა და მასში საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა ადამიანთან ერთად დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი იქნებიან.

“უკვე გადაღებულია საპილოტე ვერსია, რომლის ერთ-ერთი გმირი სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლია ბრჭყვიალა მაისურით, რომელსაც “პრინცესა” აწერია” – ამბობს შოუს ერთ-ერთი თანაავტორი როჯერ ლოუ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკულ კომპანიებთან, რათა შოუ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს.
გაახლებულ შოუში საკუთარი თოჯინები ეყოლებათ ასევე ამერიკელ რეპერ კანიე ვესტს, “ფეისბუქის” დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს და პრინც ჰარის.

შოუს 18 ეპიზოდი ეკრანებზე 1984-1996 წლებში ITV-ის ეთერში გავიდა. მისი გმირები პოლიტიკური ლიდერები, ცნობილი ადამიანები და სამეფო ოჯახის წევრები იყვნენ. მას შემდეგ, რაც შოუ დასრულდა, ლოუ მხატვრად მუშაობდა და 2018 წელს მან კემბრიჯის უნივერსიტეტს Spitting Image მთელი თავისი კოლექცია მისცა.

Spitting Image შეიქმნა კარიკატორების, პიტერ ფლუკის, როჯერ ლოურის და მარტინ ლამბი-ნაირნის მიერ. ყველაზე მეტი, შოუს 15 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.
შოუ ნომინირებული იყო BAFTA-ს 9 (გაიმარჯვა ორში) და Emmys 4 სატელევიზიო დაჯილდლოებაზე. სერიების გამოსვლა 1996 წელს აუდიტორიის რაოდენობის შემცირების გამო შეწყდა.