23 წლის სომეხმა გოგომ მილანის მოდის კვირეულზე, ,,გუჩის” 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. არმინე არუთიანი მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე, თეთრ ხალათში შემოსილი წარსდგა ჩვენებაზე და სოციალური მედიის ყურადღებაც მიიპყრო.
როგორც გოგონას მეგობრები წერენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არმინე მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებდა და ასეთი მაღალი მოდის პოდიუმზე წარსდგებოდა. სომხები ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ არმინეს გამოირჩეულად ბუნებრივი და ორიგინალური სილამაზე აქვს.
“კარგია, კარგი, ჩვენი გოგო! გისურვებთ წარმატებებს!” – წერენ გულშემატკივრები.