LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„24/7-ზე არ გაჩერებულა, არც თავისი ფინანსური რესურსი დაუზოგავს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა“ – რას წერენ მოხალისეზე, რომელიც გურიის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მოსახლეობის დასახმარებლად აქტიურად მუშაობდა

292
თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ტალახაძე (1)

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“ ნათია გაბრავაზე წერენ, გოგოზე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოსახლეობის დასახმარებლად.

„ძალიან ბევრზე დაიწერა ინდივიდუალურად და არ დაწერილა ჩვენს ნათია გაბრავაზე, გოგომ რომელმაც დღეს დაასრულა მუშაობა და ჩოხატაურში, სოფელ სურებში ასაკოვანი ადამიანისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, გამოძებნა ნაცნობი და გაგზავნილი ფაფები და პროდუქტი მიატანინა.

24/7-ზე როცა სტიქიის აქტიური დღეები გვქონდა, გურიის ჩატში მართლა არ გაჩერებულა, ამავდროულად მუშაობდა ჩოხატაურის და ოზურგეთის ჩატებში, არც თავისი ფინანსური რესურსი დაუზოგავს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაააკეთა.

ყველაფერთან ერთად ძალიან კარგი და მეგობრული გარემო შექმნა, რაც გვიმარტივებდა ერთად მუშაობას.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ნათ, რაც გურიისთვის გააკეთე“,- წერს ნინია ბარამიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g