24 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.
ფესტივალი ყოველწლიურია და ტრადიციულად კონცერტები იმართება, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში.
13 წლის განმავლობაში მსმენელს მიეცა შესაძლებლობა, მოესმინა 70-მდე, როგორც ქართული ასევე უცხოური გუნდი, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობაც, რაც უდიდესი სტიმულია მოქმედი პროფესიული გუნდებისათვის.
წლევანდელ ფესტივალში წარმოდგენილი იქნება 7 კონცერტი.
საფესტივალო კონცერტებზე დასწრება იქნება თავისუფალი
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი – ქ.თბილისის მერია
ფესტივალის განმახორციელებელი: ააიპ „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“
ფესტივალის დირექტორი: ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავა
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი – არჩილ უშვერიძე
თარიღი | მონაწილეენი | ადგილმდებარეობა
|
24 აპრილი
ფესტივალის გახსნა
17:00
|
|
თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
29 აპრილი
13:00 |
|
ასურეთი |
30 აპრილი
18:00
|
|
კონსერვატორიის მცირე დარბაზი |
2 მაისი
19:00 |
|
კონსერვატორიის დიდი დარბაზი |
3 მაისი
19:00
|
|
კონსერვატორიის დიდი დარბაზი |
7 მაისი
14:00
|
თბილისის ხელოვნების სკოლების გუნდების კონცერტი | მზიური |
9 მაისი
19:00 |
|
კონსერვატორიის დიდი დარბაზი |