ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვები 109 პირმა დაარღვია.
- ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მოქალაქე დაჯარიმდა.
- თვითიზოლაციის წესები ერთმა მოქალაქემ დაარღვია.
- საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 45 მოქალაქე დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 000, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით ჯარიმდება.
