უკრაინული მედია საზოგადოებას 5 წლის სტეფანიას ამბავს უზიარებს, რომელიც 24 თებერვალს, სწორედ იმ დღეს დაიბადა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ფოტოზე, რომელსაც მედია აქვეყნებს, პატარა გოგონა კიევში, მისი საბავშვო ბაღის ეზოშია გადაღებული, რომელიც რუსული ოკუპაციის შემდეგ, ნანგრევებადაა ქცეული.
„სტეფანია 5 წლისაა, ამ პატარა გოგონას დაბადების დღე ჰქონდა 24 თებერვალს, იმ დღეს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ახლა ის ფაქტობრივად ნანგრევებში დგას – ეს ადგილი ოდესღაც მისი საბავშვო ბაღი იყო ვორზელში, კიევის რეგიონში.
მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რომელიც მისმა ოჯახმა განიცადა, ისინი აგრძელებენ მცირე ბიზნესის წარმოებას დაზიანებულ მშობლიურ ქალაქში და თანხის შეგროვებას უკრაინელი დამცველების მხარდასაჭერად.
წარმოიდგინეთ, რამდენ ბავშვს ჰქონდა დაბადების დღე სრულმასშტაბიანი ომის 111 დღის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იბრძვის ბავშვების შემდეგი დაბადების დღეებისთვის, რომ ბედნიერი იყოს.“– წერს უკრაინული მედია.