LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული: უკრაინის გენშტაბი

75
რუსული ტანკი

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 150 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბის ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, განადგურებულია ოკუპანტების სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც.

„მტრის საერთო დანაკარგი მოიცავს: 1 864 ტანკს, 4 126 ჯავშანმანქანას, 980 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 194 ვერტმფრენს, 3039 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 779 უპილოტო საფრენ აპარატს, 91 ერთეულ სპეცტექნიკას, 187 ფრთოსან რაკეტას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

magti 5g