კონკურსანტებს შორის, რომლებიც 12 ნოემბერს ვიხილეთ ტელეეთერით, გამოავარჩიეთ 24 წლის ერეკლე ხაბულიანი, რომელმაც ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი თქვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩია, ასევე სიმღერა, რომელიც არცთუ ურიგოდ გამოსდის და „მხოლოდ ქართულის“ კასტინგს მიაშურა.
„ეს იყო 3-4- წლის წინ, როცა ანრკოტიკს მოვიხმარდი. გავსინჯე ისეთი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმისთვის საშიში იყო და ამის მერე გადავწყვიტე, აღარ გავკარებოდი. წლებია, ჯანსაღ ცხოვრებას ვეწევი და მინდა, პროპაგანდა გავუწიო. მინდა, ახალგაზრდა თაობა გაიზარდოს ჯანსაღად მოაზროვნე“, აღნიშნა ინტერვიუში.
ერეკლე ხაბულიანმა ოთარ რამიშვილის სიმღერა გიტარის აკომპანემენტის თანხლებით შეასრულა და ჟიურის წევრების სიმპათია დაიმსახურა.
