LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 წლის ქალი, რომელსაც თიანეთში ქმარმა ბენზინი შეასხა და მისი დაწვა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

683
გალინა ნოზაძე

24 წლის ქალი, რომელსაც გასულ თვეში, ქმარმა მძიმე დაზიანებები მიაყენა – ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, 10 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Ambebi.ge ავრცელებს.

თიანეთში, სოფელ ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გა­ლი­ნა ნო­ზა­ძეა. ის ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში იმყოფებოდა. მას სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს.

ცნობისათვის, შემთხვევა თიანეთში, სოფელ ახალსოფელში მოხდა. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g