LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

241 ახალი შემთხვევით ისევ აჭარა ლიდერობს: 35 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 33 მართვით სუნთქვაზეა

120
BeFunky-collage - 2020-10-01T111251.566

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი, 448 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, შემთხვევების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ აჭარის რეგიონში დაფიქსირდა. მისივე თქმით, აჭარაში დღეს კორონავირუსი კიდევ 241 მოქალაქეს დაუდასტურდა. ენდელაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოში 3 155 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 35 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ხოლო 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

448 ახალი შემთხვევა და 299 გამოჯანმრთელებული: კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

 

“სამწუხაროდ, დაგვემატა 448 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახდა 6 640. გვაქვს გამოჯანმრთელებულთა დიდი რაოდენობაც, რომელიც დღეის მონაცემებით 299-ია. ანუ ინფიცირებულთა 52%-ის გამოჯანმრთელება გვაქვს. ქვეყანაში აქტიური ქეისი არის 3 155 პაციენტი. აქედან 35 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათ შორის 9 პაციენტი, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქეები არიან. რაც შეეხება შემთხვევების გადანაწილებას რეგიონის მიხედვით:

აჭარა  –  241 ახალი შემთხვევა,

იმერეთი  – 98,

თბილისი  – 62,

სამეგრელო ზემო-სვანეთი – 15,

სამხე-ჯავახეთი –  9,

გურია  და შიდა ქართლი – 7,

კახეთი – 2

იმპორტირებული შემთხვევა – 6.

 

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში დღეის მდგომარეობით სულ 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან ყველას კონტაქტი ცნობილია.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები