25 აგვისტოდან – სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანის მომხმარებლისთვის ნამდვილი დღესასწაული იწყება!
სავაჭრო ცენტრების ნებისმიერ სტუმარს უკვე შეეძლება შეიძინოს 50-დან 500 ლარამდე თანხის სასაჩუქრე ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანის სივრცეში არსებული ნებისმიერი ბრენდული ობიექტის სალაროსთან! სითი მოლის სასაჩუქრე ბარათის, (როგორც ახალი პროდუქტის) შექმნასთან დაკავშირებით, მხოლოდ შეზღუდული დროით, ყველა მომხმარებელი, რომელიც შეიძენს სასაჩუქრე ბარათს თავადაც არ დარჩება სითი მოლისა და ვიზას მიერ დაწესებული საჩუქრის გარეშე!
სითი მოლისა და ვიზას კოლაბორაციის ფარგლებში, 25 აგვისტოდან სასაჩუქრე ბარათის ყველა მყიდველი თავადაც დასაჩუქრდედბა! გათამაშებაშია ასობით 500, 300, 200, 150 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და სხვა საინტერესო პრიზი!
სითი მოლი საბურთალო – ვაჟა-ფშაველას #70-ში მდებარე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინოვაციური დიზაინის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელსაც ემსახურება მიწისქვეშა ორდონიანი, 1 500 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს უახლესი კონცეფციის მქონე ცნობილი საერთაშორისო და ქართული ბრენდების მაღაზიებს. სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე განთავსებულია პრემიუმ სივრცე – პრემიუმ ბრენდების მაღაზიებით, ხოლო მთავარ სართულზე კი მდებარეობს ქართველი დიზაინერების დარბაზი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ქართული წარმოების სამოსი და აქსესუარები. სითი მოლი საბურთალოს მეორე სართულზე, სულ მალე, ოპერირებას დაიწყებს 3 500 კვმ სივრცის მქონე უნიკალური კონცეფციის ბავშვთა გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“!
სითი მოლი გლდანი ი. ვეკუას N1-ში მდებარე მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია აღჭურვილი ღია და დახურული, 1 000 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომით. სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტი, კვების ობიექტები, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საოჯახო ტიპის ბრენდული ობიექტები, გასართობი სივრცე, DIY ტიპის ჰიპერმარკეტი. აღსანიშნავია ცენტრის გამორჩეული ლოკაცია სამი უბნის – გლდანის, თემქისა და მუხიანის დამაკავშირებელ გზაზე.
სითი მოლისა და ვიზას პარტნიორობის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც სასაჩუქრე ვაუჩერის მყიდველს დამატებით საჩუქრებს პირდება, 25 აგვისტოს 10:00 საათიდან შევა ძალაში.
აქციით სარგებლობას და საჩუქრის მიღებას შეძლებს სასაჩუქრე ბარათის ყველა მყიდველი!