25 ივლისს მთაწმინდის პარკი და ანა მიქაძე ყველასთვის მონატრებულ „ყველის ფესტივალს“ გთავაზობთ. მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე გიმასპინძლებენ გამოცდილი მეყველეები და ყველის კომპანიები.
ყველის ფესტივალი ტრადიციად ქცეული ღონისძიებაა, რომელიც წლებია მთაწმინდის პარკში წელიწადის ოთხივე სეზონზე იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე მონაწილე.
“ფესტივალზე მოეწყობა საინტერესო პერფორმანსები, დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ყველის უამრავი სახეობა და როგორც ყოველთვის, სტუმრების განწყობის შექმნაზე სასიამოვნო ფონური მუსიკით ვიზრუნებთ” – აცხადებენ მთაწმინდის პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.